„თიბისი“ გამარჯვებულია ნომინაციაში „IT განათლების საუკეთესო პროვაიდერი“

„თიბისი“, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების რეგიონული კონფერენციის − „GITI 2023“ ფარგლებში გამართულ კონკურსში დაჯილდოვდა ნომინაციაში „IT განათლების საუკეთესო პროვაიდერი“. ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 11-12 დეკემბერს საქართველოში კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა.

„კონფერენციის მიზანი საქართველოში მნიშვნელოვანი IT პროექტების და ორგანიზაციების ციფრული ტრანსფორმაციის წარმოჩენაა.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა კონკურსი, რომლის მიზანია სხვადასხვა კატეგორიებში წლის საუკეთესო IT პროექტების გამოვლენა, რაც ხელს უწყობს საჯარო და კერძო სექტორში ინოვაციური პროექტების განხორციელების წახალისებასა და მათ ციფრულ ტრანსფორმაციას.

ნომინაციაში „IT განათლების საუკეთესო პროვაიდერი“ „თიბისი“ დაჯილდოვდა ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო პროგრამებისთვის, რომლებსაც „თიბისის“ IT აკადემია ახორციელებს.

„თიბისისთვის“, განათლება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავრი მიმართულებაა და როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის - ხარისხიან IT განათლებაზე ხელმისაწვდომობა პრიორიტეტია. IT აკადემია „თიბისიმ“ 2019 წელს შექმნა. აკადემიაში ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ ტექ. პროფესიონალები გახდნენ. ამ პერიოდის განმავლობაში IT აკადემიას ათასზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს, მათგან 300-ზე მეტი კი „თიბისიში“ და შვილობილ კომპანიებში მუშაობს.

ამჟამად, IT აკადემიაში მიმდინარეობს ინფორმაციული ტექნოლოგიების შემსწავლელი ცხრა ახალი კურსი, რომლებიც USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“, მთელი საქართველოს მასშტაბით, 700-ზე მეტი ტექნოლოგიური ტალანტის მომზადებასა და გადამზადებას ითვალისწინებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, გაეროს გლობალური შეთანხმების ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2023 - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“, „თიბისი“ დაჯილდოვდა ნომინაციაში „ხარისხიანი განათლება“ ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო პროგრამებისთვის, რომლებსაც „თიბისის“ IT აკადემია ახორციელებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა