ეუთო-ს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელი - სერბეთში საპარლამენტო არჩევნები არასამართლიან პირობებში ჩატარდა

სერბეთში საპარლამენტო არჩევნები არასამართლიან პირობებში ჩატარდა, - ამის შესახებ ეუთო-ს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელმა, რეინოლდ ლოპატკამ განაცხადა.

„საპარლამენტო არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად კარგად იყო ორგანიზებული და ამომრჩევლებს პოლიტიკურ ალტერნატივებს სთავაზობდა, პრეზიდენტის გადამწყვეტი მონაწილეობით ხასიათდებოდა, რაც მმართველი პარტიის სისტემურ უპირატესობებთან ერთად არასამართლიან პირობებს ქმნიდა“, - განაცხადა ლოპატკამ.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ არჩევნების დროს სამთავრობო რესურსების ბოროტად გამოყენებას ჰქონდა ადგილი.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის პარტიამ, მმართველმა სერბეთის პროგრესულმა პარტიამ გაიმარჯვა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე