ბათუმის საკრებულოს სხდომა ოპოზიციის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს

ბათუმის საკრებულოს სხდომა ოპოზიციის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. როგორც მათ განაცხადეს, „ქართულმა ოცნებამ“ „მორიგი სპექტაკლი დადგა და საზოგადოებას კანდიდატის სტატუსი რუსეთის რუკით მიულოცა“.

„ბათუმის მერი რუსეთის რუკით გვილოცავს კანდიდატის სტატუსს, ამით კორუფციის გადაფარვას ცდილობს. გაკვირვებული ვარ, ვერ წარმომედგინა. მოვუწოდებ მეგობრებს, არ დარჩნენ სხდომაზე. ეს მილოცვა დადგმული სპექტაკლია”,- აღნიშნა საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნოდარ დუმბაძემ.

თავის მხრივ, ბათუმის მერიაში განაცხადეს, რომ რუსეთის რუკის მონიტორზე გამოჩენა იყო ტექნიკური ხარვეზი.

„შინაარსობრივ ნაწილზე მე ვიმუშავე. ამისთვის ბოდიშს ვიხდი. მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც 10 წელზე მეტი იცხოვრა ევროპაში, შვილები გავზარდე ევროპაში და განათლებაც ევროპაში მივიღე, ვიზიარებ ევროპულ ღირებულებებს და ფასეულობებს. დამსწრე საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი”, - აღნიშნა ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, თეკლა ჩიჩუამ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია