ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ვაშაძე იმერეთის ორგანიზაციის წევრებს ხვდებიან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, პარტიების ლიდერებთან ერთად იმერეთის ორგანიზაციის წევრებს ხვდებიან.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, უნდა ჩამოშორდეს მართვის სადავეებს რუსული პარტია, რომელიც კანდიდატის სტატუსს საბოტაჟირებდა.

“ზესტაფონსა და თერჯოლაში შევხვდით ჩვენს ადგილობრივ ლიდერებს. მადლობა გადავუხადე თითოეულს, რადგან ამ ადამიანებმა ქართველ ხალხთან ერთად ძალიან ბევრი იბრძოლეს, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.

შემაჯამებელი შეხვედრები გვაქვს, ვემზადებით 2024 წლის არჩევნებისთვის. უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მოქალაქემ, რომელიც 1:0-ს უგებს რუსულ პარტიას, ეს გამარჯვება ბოლომდე უნდა მიიყვანოს.

უნდა ჩამოვაშოროთ მართვის სადავეებს რუსული პარტია, რომელიც საბოტაჟირებდა კანდიდატის სტატუსს. ახლა ცხადია, ამ ევროპულ გზაზე ყველაფერს გააკეთებს, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრი არ გახდეს.

გარდა თერჯოლისა და ზესტაფონისა, დღეს ჩვენ შევხვდებით ქუთაისში, წყალტუბოსა და ვანში ჩვენს ადგილობრივ ლიდერებს. ცხადია, მათაც ყველას გადავუხდი მადლობას იმ ბრძოლისთვის და იმ თავგანწირვისთვის, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ აკეთებენ ადგილებზე, მათ შორის საკრებულოებში”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში