გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 დეკემბერს, 11:00-დან 15:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაგრანეთში. 14:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში თოლენჯი, სიმონიანთხევი.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

„11:00-დან 18:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: თვალივი, ზემო ხორხი, ნეძიხი, ხარტიშო, ხილიანა, კუჭეჭა, გუდრუხი, ქვემო ხორხი, ქვემო შარახევი, მაღაროსკარი.

11:30-დან 14:30 საათამდე ენერგომომარაგება შეუწყდება მომხმარებლებს სტეფანწმინდაში, სოფლებში: ცდო, გერგეტი, გველეთი. 14:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში სიონი, გარბანი.

15:00-დან 17:00 საათამდე ძაბვა გაეთიშებათ აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ქსანი, ქანდა.

16:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით შეუწყდებათ აბონენტებს სოფელი დიღომში: იაკობ რაინეგსის, შერმადინის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ხატაეთის, კრისტიან სტივენის, ჰაინრიხ კლაპროთის, ბერტა ფონ ზუტნერის, ჰუგო ჰუბერტის, არქანჯელო ლამბერტის, იან ჰომერის, ბარონ დე ბაის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში