ევროპოლის ეგიდით და საგამოძიებო სამსახურის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

12-13 დეკემბერს, ევროპოლის ეგიდით, EMPACT -ის („ევროპის მულტიდისციპლინარული პლატფორმა კრიმინალური საფრთხეების წინააღმდეგ" European Multidisciplinary Platform Against Criminal threats) პროექტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და იტალიის რესპუბლიკის NAS Carabinieri თანა-ორგანიზატორობით, თბილისში კონფერენცია EMPACT IPCCGC/OPSON XIII on Counterfeit Food and Geographical Indications გაიმართა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, კონფერენციის ფარგლებში მსოფლიოს 100-მდე ქვეყნის დელეგატმა (მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, ევროკავშირის თითქმის ყველა წევრი ქვეყნიდან), საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა (ევროკომისია, ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისი (OLAF), ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო (Frontex), მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაცია (WCO), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და სხვა.) და კერძო ორგანიზაციებმა (Amazon, Bordeaux Wine Council, Barilla და სხვა) ერთმანეთს გაუზიარეს არსებული გამოცდილება, განხორციელდა ინფორმაციის მიმოცვლა და განხილულ იქნა ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევის, პროდუქციის ფალსიფიკაციისა და ფულის გაყალბების დანაშაულებთან ბრძოლისა და მათი პრევენციის ახალი მიდგომები.

ამასთან, აღნიშნულია, რომ კონფერენციის პირველ დღეს შეჯამდა ოპერაცია OPSON XII-ის შედეგები და დასახულ იქნა სამომავლო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, ასევე ოფიციალურად გაიხსნა ოპერაცია OPSON XIII. კონფერენციის მეორე დღე მიეძღვნა EMPACT-ის ოპერატიულ შეხვედრას საკვები პროდუქტების ფალსიფიკაციასთან დაკავშირებით.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა