სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომაზე მთავრობამ, პროფკავშირებმა და დამსაქმებლებმა  საქართველოს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომაზე მთავრობამ, პროფკავშირებმა და დამსაქმებლებმა საქართველოს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, სხდომაზე ასევე იმსჯელეს ევროპის სოციალური ქარტიისა და სოციალური უსაფრთხოების კოდექსის სამთავრობო კომიტეტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე; ევროპის სოციალური ქარტიის არარატიფიცირებული მუხლების/პუნქტების მიერთებასთან დაკავშირებით ევროსაბჭოს რეკომენდაციებზე; აღსანიშნავია, რომ ევროპის სოციალური ქარტიის კომიტეტის ანგარიში მნიშვნელოვანწილად საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მიერ გაგზავნილ ჩრდილოვან ანგარიშს ეყრდნობა.

„შეხვედრაზე ევროკომისიის „ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის“ 2023 წლის ანგარიშით გათვალისწინებულ რეკომენდაციები და ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივების დებულებების ქართულ კანონმდებლობაში ინტეგრირების საკითხი განიხილეს.

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა, მოადგილემ რაისა ლიპარტელიანმა და დარგობრივი ორგანიზაციების ლიდერებმა სხდომაზე ყველა ის მნიშვნელოვანი თემა წამოაყენეს, რომელზეც პროფკავშირები წლებია მუშაობს.

კერძოდ, ქვეყანაში ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტის დაწესების და სოციალური დიალოგის განვითარების აუცილებლობის, უმუშევრობის შემწეობის, სოციალურ დაცვის სქემებისა და შსო-ს კონვენციების რატიფიცირების საკითხები.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ არსებული პრობლემების გადასაჭრელად მუშაობა ინტენსურ რეჟიმში გაგრძელდება, სამუშაო ჯგუფი მოამზადებს შესაბამის საკითხებს განიხილავს.

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა და მასში ჯანდაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, იუსტიციის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, პროფკავშირების, დამსაქმებელთა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე