ხავიერ კოლომინა - ისტორიული მომენტია საქართველოსთვის და 2024 წელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება - საქართველოსგან მოველით, რომ 9 ნაბიჯს შეასრულებს

ისტორიული მომენტია საქართველოსთვის, 2024 წელი ისევე კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, როგორიც კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება იყო. ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ეს რეგიონში ჩემი მეექვსე, ხოლო საქართველოში მეორე ვიზიტია 2023 წელს. ძალიან ბედნიერი ვიზიტია ახლა, ვინაიდან, ძალიან მიხაროდა. ქართველი ხალხს, ქართველ ოფიციალურ პირებს ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მივულოცე შეხვედრების დროს, რომლებიც მქონდა.

ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ამბავია, ისტორიული მომენტია საქართველოსთვის, მაგრამ ეს ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის არის კარგი ამბავი. ვფიქრობ, რომ ეს მომენტს ხსნის, რომლის გამოყენებაც უნდა გავაგრძელოთ 2024 წელს. 2024 წელი ისევე კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, როგორიც ეს გადაწყვეტილება იყო. საქართველოსგან მოველით, რომ 9 ნაბიჯს შეასრულებს, რეფორმებს, რომლებიც გატარებულ უნდა იქნას ამ 9 ნაბიჯის ფარგლებში, რათა დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები, რომლებიც ასევე ნატო-საც აქვს.

უკვე მქონდა შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, თავდაცვის მინისტრთან, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრს შევხვდები. ასევე შევხვდი პარლამენტის სპიკერს. მთლიანობაში ყველა კარგი შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან კარგია, ვილაპარაკეთ შესაძლებლობებზე, რომლებსაც ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება ხსნის, და ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის გზებზე”, - განაცხადა კოლომინამ.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა