ანონსი 20 დეკემბერი

20 დეკემბერს, 10:30 საათზე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ დისკუსიას თემაზე: „სასამართლო რეფორმა და ევროპული ინტეგრაცია“ გამართავს. ღონისძიებაზე, მათ შორის, წარმოდგენილი იქნება ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანალიტიკური დოკუმენტი ამავე თემაზე.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზირი, N64ა, ჰილტონ გარდენ ინნ

საკონტაქტო: ლიზა ზუბაშვილი - 577 17 30 70

20 დეკემბერს, 11:00 საათზე, „ლელოს“ ცენტრალურ ოფისში, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სიორიძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა საარჩევნო რეფორმაზე.

20 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქალაქო სასამართლოში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, პარალელურად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, პარტიის ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად აქციას გამართავს.

მის: საქალაქო სასამართლო

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

20 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია ახალი პროექტის - „მილიონი ლარი პირად მწვრთნელებს“ პრეზენტაციას გამართავს.

მის: სასტუმრო „ბილტმორი“

საკონტაქტო: 577 994 407; 557 12 74 72

20 დეკემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2024 წლის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას გამართავს.

მის: კაჭრეთი, სასტუმრო „Ambasadori Kachreti"

20 დეკემბერს, 11:00 საათზე, პარტიის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: კორუფცია.

მის: ა. ბელიაშვილის ქ. 68 (პარტიის ოფისი)

20 დეკემბერს, 12:00 საათზე, პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ საკრებულოს დეპუტატი ნინო წულაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: პარტია ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე ავარიული შენობის „სასწრაფოდ რეაბილიტაციას ითხოვს, რომლის გარკვეული ნაწილი 19 დეკემბერს ჩამოინგრა და ადგილობრივებს კიდევ უფრო მეტი საფრთხე შეუქმნა“.

მის: ჭონქაძის 15/12

საკონტაქტო: 593 62 01 11; 577 24 22 61

20 დეკემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ფარგლებში - „ფინანსებზე ხელმისაწვდომობა სოფლის მეურნეობის დარგში (კერძო ფინანსური ინსტიტუტების ჭრილში)“ დაგემილია მესამე ზეპირი მოსმენა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

20 დეკემბერს, 12:00 საათზე, „ღია საზოგადოების ფონდის“ ოფისში შრომის ინსპექცია კვლევას წარადგენს, რომელიც აანალიზებს, თუ „რა ინფორმაციას ამუშავებს/არ ამუშავებს შრომის ინსპექციის სამსახური, რამდენად არის გამოქვეყნებული ინფორმაცია მომხმარებელზე ორიენტირებული და რამდენად სრულყოფილია გაცემული საჯარო ინფორმაცია“. კვლევა მოიცავს რეკომენდაციებს შრომის ინსპექციის სამსახურის გამჭვირვალობისა და ღიაობის გასაუმჯობესებლად.

მის: ჭოველიძის 4ა

20 დეკემბერს, 14.00 საათზე, გუდაურში 2023-24 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართება, რომელსაც ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი დაესწრება.

მის: გუდაური, ახალი გუდაურის ტერიტორია

20 დეკემბერს, 16:00 საათზე, სკოლის დირექტორობის დაბლოკილი კანდიდატები მორიგ აქციას გამართავენ.

თემა: „დააკონკრეტოს სამინისტრომ კონკურსის ჩატარების თარიღი და გაასაჯაროოს კონკურსის გამჭვირვალობის მექანიზმები“.

20 დეკემბერს, 18:00 საათზე, ზუგდიდში მართლმსაჯულების სახლის ფილიალი გაიხსნება.

მის: ზუგდიდი, კონსტანტინე გამსახურდიას ქ.156

საკონტაქტო: 558 70 07 27

20 დეკემბერს, 19:00 საათზე, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ „ქართული ბრენდის დღე 2023“ გაიმართება.

მის: თელავის ქ.20

საკონტაქტო: 599 80 00 59

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა