ირაკლი ხელაძე - დედაქალაქში მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რეფორმა ხორციელდება და  ერთადერთი გზა ქალაქში შექმნილი სატრანსპორტო პრობლემების მოგვარების არის რეფორმის ბოლომდე მიყვანა

დედაქალაქში მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რეფორმა ხორციელდება და ერთადერთი გზა ქალაქში შექმნილი სატრანსპორტო პრობლემების მოგვარების არის აღნიშნული რეფორმის ბოლომდე მიყვანა, - შესაბამისი განცხადებით, თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ხელაძემ, ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს უპასუხა.

მისი თქმით, პრემიერის ანგარიშში კარგად ჩანს, სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციასა და სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით მთავრობის პოზიცია.

„წინა ხელისუფლების პერიოდში დაახლოებით 120 სკოლა იყო რეაბილიტირებული/აშენებული, ჩვენი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში უკვე აშენდა და რეაბილიტირდა მთლიანობაში 450 სკოლა, ხოლო 850 სკოლის რეაბილიტაცია კვლავ მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურის გაუმართაობაზე იყო საუბარი და ამის საპასუხოდ მინდა ვთქვა, რომ ეს ციფრები საწინააღმდეგოს ამტკიცებს”, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

ამასთან, საკრებულოს წევრმა სკოლებში ბავშვთა კვების პროგრამის დანერგვაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თბილისმა, როგორც ცალკეულმა სტრუქტურამ, არ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე და თუ ეს შესაძლებელი იქნება, ყველა მუნიციპალიტეტში ერთდროულად და სისტემურად უნდა მოხდეს აღნიშნული პროგრამის დანერგვა.

საკრებულოში გამართულ სხდომაზე ირაკლი ხელაძემ სატრანსპორტო რეფორმასთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ დედაქალაქში მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რეფორმა ხორციელდება და ერთადერთი გზა ქალაქში შექმნილი სატრანსპორტო პრობლემების მოგვარების არის აღნიშნული რეფორმის ბოლომდე მიყვანა.

„თუ კერძო ავტომობილებზე დამოკიდებულება არ შემცირდა, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ განვითარდა, ახალი გზები არ მოეწყო, საგზაო ინფრასტრუქტურა არ მოწესრიგდა, გამორიცხულია თბილისში არსებული საცობების პრობლემა მოგვარდეს. რა თქმა უნდა, ქალაქში საცობების გამომწვევი პირველი მიზეზი მანქანების რაოდენობაა. როგორც დედაქალაქის მერმა საკრებულოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, პიკის საათში თბილისში 680 ათასი მანქანა გადაადგილდება. ეს ციფრი ზეპირად არ უთქვამს, ეს ყველაფერი ითვლება და აქედან გამომდინარე ხდება პოლიტიკის განსაზღვრა და ყველა შესაძლო გზის გამონახვა პრობლემების მოსაგვარებლად. დაველოდოთ და აუცილებლად ჩვენც, თბილისელებიც და ეს ქალაქიც საცობების თვალსაზრისით შვებას იგრძნობს“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია