არჩილ გორდულაძე - შინაური ცხოველი ნივთი არ არის, არ შეიძლება რამდენიმე თვე მოვეფეროთ  და შემდეგ გარეთ გავაგდოთ  - მათი მოვლა-პატრონობისა და პოპულაციების მართვის საკითხზე  მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს

შინაური ცხოველი ნივთი არ არის და არც ფუფუნების საგანია. არ შეიძლება რამდენიმე თვის განმავლობაში მოვეფეროთ და შემდეგ გარეთ გავაგდოთ, - ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო’’ წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

„ადამიანებს უნდა გავაგებინოთ და კამპანია ვაწარმოოთ, რომ, თუ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ცხოველის მოვლაზე, ნუ ავიყვანთ მას, რომ მერე მისი გარეთ გაშვება არ მოგვიწიოს. ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის საკითხი პრობლემური თემაა, მასში ძალიან ბევრი დაინტერესებული მხარეა ჩართული და ბევრი საკითხია გადასაწყვეტი. თუმცა ჩვენ პრობლემებს არ გავურბივართ და მუშაობა ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე