ნინო ლაცაბიძემ და ირაკლი შატაკიშვილმა საჯარო მოხელეებს პროფესიული დღე მიულოცეს

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, მუნიციპალური სერვისების ცენტრის თანამშრომლებს, საჯარო მოხელის პროფესიული დღე მიულოცეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

„საჯარო მოხელის პროფესიული დღე მივულოცეთ რუსთავის მერიის მუნიციპალური სერვისების ცენტრის თანამშრომლებს. ეს ცენტრი რეფორმის საფუძველზე შევქმენით. ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ რუსთავს, ერთ-ერთი გამორჩეული სერვისები ჰქონდეს და ეს ადამიანები, სწორედ ახალ, თანამედროვე და მოქალაქეებზე ორიენტირებულ სერვისებს ქმნიან“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ნინო ლაცაბიძემ და ირაკლი შატაკიშვილმა საჯარო მოხელეებს რეფორმის ფარგლებში გაწეული სამსახურისთვის, მადლობა გადაუხადეს და სიგელები გადასცეს.

„ერთია, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტი რა სერვისებს სთავაზობენ მოქალაქეებს და მეორე, როგორ მიაწვდიან მათ ამ სერვისებს საჯარო მოხელეები. რუსთავი გამორჩეულია სერვისების გაუმჯობესების, რეფორმების გატარების კუთხით და ეს სწორედ თითოეული საჯარო მოხელის დამსახურებაა. ვსარგებლობ შემთხვევით და ვულოცავ მათ პროფესიულ დღეს“, - განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა