დეპუტატი ქეთევან თურაზაშვილი გლდანში საპენსიო სესხებით დაზარალებულებს შეხვდა

საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ქეთევან თურაზაშვილი გლდანში საპენსიო სესხებით დაზარალებულებს შეხვდა.

„მოქალაქეების“ ინფორმაციით, შეხვედრა/კონსულტაცია გუნდის იურისტების ჩართულობით გაიმართა. განხილეს გამოსავლის გზები - თუ რა უნდა გაკეთდეს რათა, გახანგრძლივებული ვალების ძველ ჩარჩოში დაბრუნება და განულება მოხდეს.

პარტიის ცნობითვე, საუბარია ე.წ. ოვერდრაფტების მქონე პენსიონერებზეც, რომლებსაც ამგვარი სესხები ისე მისცეს, რომ არ აუხსნეს, რასთან ჰქონდათ საქმე, რა რისკებს და საფრთხეებს შეიცავს სესხი და რომ მისი დაფარვა სტანდარტული სესხის მსგავსად შეუძლებელია.

„მოტყუებული პენსიონერი, ასაკოვანი ადამიანი ჩემთან შეხვედრაზე, მოვიდა ორი ყავარჯნით, ორივე ფეხის პროთეზით, თითოეული ნაბიჯი სტკიოდა, მაგრამ უფრო მეტად „ლიბერთი ბანკის“ ვალი აწუხებს, რომელიც ახრჩობს და ბანკმა მის დაუკითხავად დაუმტკიცა.

პენსიონერები თავს მოტყუებულად გრძნობენ და ისინი ნამდვილად არიან საბანკო თაღლითობის მსხვერპლი. გასაჭირში მყოფი ადამიანებით მანიპულირებენ, მათი ბედი და მომავალი არ აღელვებთ და თავად პენსიონერებიც კარგავენ უკეთესი მომავლის იმედს. ჩვენი ვალია ყველაფერი გავაკეთოთ რათა საქართველოში ასაკოვან ხალხს ჰქონდეს უზრუნველი სიბერე, ჩვენი ვალია მოვახდინოთ ზეწოლა ხელისუფლებაზე, რათა მან თავის მხრივ „ლიბერთი ბანკს“ მოსთხოვოს სამართლიანობის აღდგენა“,- აცხადებს საპარლამენტო ჯგუფ მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი.

„მოქალაქეების“ ინფორმაციით, უკვე არსებობს არაერთი პრეცედენტი, რომ პარტია „მოქალაქეების“ ჩართულობით მოხერხდა სესხის პირვანდელ ვადასა და ოდენობაში დაბრუნება და დასრულება (განულება).

„პენსიონერების ორგანიზების და იურიდიული დახმარების ინიციატივა, საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეებს“ ეკუთვნის. ანალოგიური შეხვედრები თბილისში, რუსთავში, გორში, თელავში და ქუთაისში უკვე შედგა.

მთლიანობაში ლიბერთი ბანკში პარტია „მოქალაქეების“ ორგანიზებით 1500 მდე პენსიონერის წერილობითი მოთხოვნაა შესული, რომლებიც საბანკო მანიპულაციის და თაღლითობის მსხვერპლად მიიჩნევენ თავს.

იკვეთება კიდევ არაერთი სასესხო პრობლემა, მათ შორის სესხის პროცენტიანი დაკავშირებით. პენსიონერების ნაწილი ითხოვს სესხის პროცენტის შემცირებას, გადახდის გრაფიკის ცვლილების გარეშე.

ამგვარი შეხვედრების მიზანია იმ პენსიონერების დახმარება, რომლებსაც ბანკმა საკუთარი ინიციატივით და პენსიონერების თანხმობის გარეშე, ე.წ. საშეღავათო პერიოდი მისცა და კოვიდ პანდემიის დროს თვითნებურად გაუხანგრძლივა სესხის ვადა და აქედან გამომდინარე სესხის ოდენობა“,- ნათქვამია „მოქალაქეების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა