„საქართველოს ბანკი“ მდგრადობის საუკეთესო ანგარიშის კატეგორიაში გამარჯვებულად დასახელდა

„საქართველოს ბანკი“ მდგრადობის საუკეთესო ანგარიშის კატეგორიაში გამარჯვებულად დასახელდა.

„საქართველოს ბანკის ინფორმაციით, BARTA-მ უკვე მეხუთედ გამოავლინა გამორჩეული და გამჭვირვალე ფინანსური ანგარიშგების მქონე კომპანიები, რომლებიც მდგრადი ანგარიშგების დანერგვის მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ.

მათივე ცნობით, გამარჯვებულების გამოსავლენად კომპანიებმა სამი ეტაპი გაიარეს, მათ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური აფასებდა. გამარჯვებულები ცხრა განსხვავებულ კატეგორიაში დასახელდნენ.

„საქართველოს ბანკი“, როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ქვეყნისა და საზოგადოების მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და მწვანე ინიციატივების განხორციელებას. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მდგრადი ანგარიშგების პრაქტიკების იმპლემენტაციას, რაც ერთი მხრივ, მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს როგორც ინვესტორებისთვის, ასევე კომპანიისთვის. ამასთან, ევროკავშირის მდგრად ეკონომიკაზე გადასვლის ღონისძიებების მხარდასაჭერად, 2021 წლის აპრილში ევროკომისიამ მოახდინა კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების დირექტივის (CSRD) ინიცირება, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირში მდგრად ანგარიშგებას ფინანსური ანგარიშგების ანალოგიურ მნიშვნელობა მიენიჭება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თავიდანვე დავიწყოთ ძირეული ნაბიჯების გადადგმა აღნიშნული მიმართულებით“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელმა ანა ოსაძემ.

ინფორმაციისთვის, BARTA-ს კონკურსი მსოფლიო ბანკის ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდის მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან (RSF) პარტნიორობით იმართება.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია