დავით ფაცაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა და სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, დავით ფაცაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა და სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზუგდიდში გამართულ სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე, მინისტრმა დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს გააცნო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მიერ სოციალური, ინფრასტრუქტურული, დევნილთა მხარდაჭერისა და სამოქალაქო სერვისების მიმართულებებით განხორციელებული საქმიანობა.

ინფორმაციის თანახმად, დავით ფაცაციამ დეტალურად ისაუბრა დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებთა მხარდაჭერის, დევნილთა საცხოვრებლებში მცირე ფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფის, ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერის, დევნილთა განსახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფის, აფხაზეთიდან დევნილი შეჭირვებული მოსახლეობისათვის სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარების, დევნილთა სამართლებრივი მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში, განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე.

„კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ დევნილთა განსახლების ადგილებში არსებული პრობლემების ნაწილი ჩვენს მიერ, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით მოგვარებულია. მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები დევნილთა განსახლების 39 ობიექტში განხორციელდა. არაერთი აფხაზეთიდან დევნილი უზრუნველყოფილ იქნა ერთჯერადი ფულადი დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით.

პრეზენტაციის დასასრულს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლების შეკითხვებს ვუპასუხე. ჩვენი სამინისტროს ძირითად პრიორიტეტს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური და ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს. ამ მიზნით მათთან უშუალო კომუნიკაცია, ასევე, შეხვედრების შედეგების გაცნობა ძალიან მნიშვნელოვანია და ასეთი ტიპის ურთიერთობებს აქტიურად გავაგრძელებთ“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე