ჯონ კირბი - რუსეთი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა თანამშრომლობას აძლიერებენ

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, რუსეთი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა თანამშრომლობას აძლიერებენ.

„ჩვენ ვხედავთ რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის, ისევე როგორც გარკვეულწილად ჩრდილოეთ კორეის მზარდ სურვილს, რომ ერთმანეთთან კავშირი გააძლიერონ და გააუმჯობესონ“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.

მისივე თქმით, აღნიშნული სახელმწიფოები წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს ესხმიან თავს.

„ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მნიშვნელოვანია და არიან გარკვეული სახელმწიფოები, რომლებსაც ამ წესრიგის წინააღმდეგ მოქმედების სურვილი აქვთ“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ