გორის მუნიციპალიტეტის მერი მრჩეველთა საბჭოს 2023 წლის ანგარიშს დაესწრო და წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა

გორის მუნიციპალიტეტის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მრჩეველთა საბჭოს 2023 წლის ანგარიშს დაესწრო და წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„მზად ვარ გავითვალისწინო თქვენი რეკომენდაციები და მადლობა, რომ ასე იაქტიურეთ მთელი წელი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა თვითმმართველობის პროცესებში და თქვენ ამ მიმართულებით მნიშვნელოვან როლს თამაშობთ“, - განაცხადა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

გორის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მერის მრჩეველთა საბჭოს წლიური ანგარიშის წარდგენა პირველად გორში გაიმართა.

„მრჩეველთა საბჭოს 2023 წლის ანგარიშს ადგილობრივი თვითმმართველობის, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

საჯარო განხილვაზე საბჭოს თავმჯდომარემ, დაკო მურადაშვილმა აუდიტორიას მრჩეველთა საბჭოს წევრები, საბჭოს უფლებამოსილებები და განხორციელებული სამუშაოები წარუდგინა.

მნიშვნელოვანია, რომ წლის განმავლობაში საბჭოს მიერ გაწეული რეკომენდაციების ნაწილი მერიამ უკვე გაითვალისწინა, ნაწილი განხილვისა და დამუშავების პროცესშია.

შესრულებული რეკომენდაციები, რომელიც საბჭოს საქმიანობის ეფექტურობას, გამჭვირვალობასა და ღიაობას ეხებოდა, ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიერ, დადებითად შეფასდა - გორის მერიამ მოქალაქეთა ჩართულობისა და მონაწილეობის ინდექსში ბოლო ორ წელთან შედარებით 25% - იანი ზრდა აჩვენა.

შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც აუდიტორიამ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მოისმინეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე