23-24 დეკემბერს წიგნის საახალწლო ფესტივალი ჩატარდება

23-24 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 30-მდე წიგნის გამომცემელი და გამავრცელებელი ორგანიზაცია, რომლებიც ფესტივალის სტუმრებს ფასდაკლებებს შესთავაზებენ. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება წიგნები როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის.

ფესტივალზე მოსულ სტუმრებს წიგნების გამოფენა-გაყიდვასთან ერთად ლიტერატურულ პროგრამაც დახვდებათ. გაიმართება ახალი გამოცემების პრეზენტაციები და დისკუსიები.

ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას, საქართველოში წიგნიერებისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას.

დაიწყეთ ახალი წელი ახალი წიგნებით, არ გამოტოვოთ მთავარი ლიტერატურული ღონისძიება!

(R)

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი