ნიკოლოზ სამხარაძე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზსა და არსებულ გამოწვევებზე.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე, ამ კუთხით მომავალში დაგეგმილ ნაბიჯებსა და გეგმებზე.

ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე და რუსეთიდან მომდინარე მზარდ საფრთხეებზე.

სტუდენტებთან შეხვედრისას, ასევე, განიხილეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საკითხები და ამ პროცესში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება