ნიკოლოზ სამხარაძე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზსა და არსებულ გამოწვევებზე.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე, ამ კუთხით მომავალში დაგეგმილ ნაბიჯებსა და გეგმებზე.

„ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე და რუსეთიდან მომდინარე მზარდ საფრთხეებზე.

სტუდენტებთან შეხვედრისას, ასევე, განიხილეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საკითხები და ამ პროცესში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე