შვეიცარია ზამთარში უკრაინელების მხარდასაჭერად დამატებით 12.5 მილიონ ევროს გამოყოფს

შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ განაცხადა, რომ ქვეყანა ზამთრის პერიოდში უკრაინელების დასახმარებლად დამატებით 11.8 მილიონ შვეიცარიულ ფრანკს (12.5 მილიონი ევრო) გამოყოფს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ შვეიცარიის მთავრობის პრესრელიზშია აღნიშნული.

თანხა მოხმარდება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერას, რომლებიც ზამთრის პერიოდში უკრაინელებს დახმარებას გაუწევენ.

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო უკრაინაში გაერო-ს ჰუმანიტარული ფონდის დახმარების პროგრამის მხარდაჭერას 1.8 მილიონი შვეიცარიული ფრანკით გაზრდის. სააგენტო ასევე მხარს უჭერს გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ზამთრის დახმარების პროგრამას, რომელიც უზრუნველყოფს 3 მილიონი შვეიცარიული ფრანკის გამოყოფას იძულებით გადაადგილებული პირებისა და ომის შედეგად დაზარალებულ რაიონებში მცხოვრებთათვის.

მთლიანობაში, შვეიცარიამ ზამთრის პერიოდში უკრაინელების დასახმარებლად, დაახლოებით, 26 მილიონი ფრანკი გამოყო.

შეგახსენებთ, გასულ კვირას შვედეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინას 1.4 მილიარდ კრონს (დაახლოებით 120 მილიონი ევრო) გამოუყოფს, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ზამთრის პერიოდში ქვეყნის მოსახლეობის დახმარებას მოხმარდება.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში