„ჰეზბოლამ“ ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიში განახორციელა

ისრაელის ქირიათ შმონას დასახლებაში წუხელ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის მიერ სოფლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახლების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ ქირიათ შმონას მიმართულებით „კატიუშას“ რაკეტები გაუშვეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებს სარაკეტო იერიშის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმის დროს მინიმუმ 8 რაკეტა გაუშვეს, აქედან 5 ისრაელის თავდაცვამ მოიგერია, 3 კი - ღია ტერიტორიაზე დაეშვა.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება