პრეზიდენტი - სასამართლოს, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის არარსებობა ყოველივე ქართველისგან იწვევს წინააღმდეგობას და ზოგჯერ ისეთ პროტესტს, რომელიც ქუჩაში გადადის - იმედი მაქვს, მომავალ წელს გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას ვნახავთ

სასამართლოს, მართლმსაჯულების [დამოუკიდებლობის] არარსებობა ყოველივე ქართველისგან იწვევს წინააღმდეგობას და ზოგჯერ ისეთ პროტესტს, რომელიც ქუჩაში გადადის - იმედი მაქვს, მომავალ წელს გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას ვნახავთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში, „მართლმსაჯულების სახლის“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკომისიის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ მართლმსაჯულების სისტემაში გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას უკავშირდება.

„სასამართლო, მართლმსაჯულება არის ის, რაც ალბათ, ყოველივე ქართველს ამოძრავებს. რის არარსებობა ყოველივე ქართველისგან იწვევს წინააღმდეგობას და ზოგჯერ ისეთ პროტესტს, რომელიც ქუჩაში გადადის. იყო პროგრესი, იყო რეგრესი, იყო ისევ პროგრესი და იმედი მაქვს, რომ ამ წლებში და პირველ რიგში, მომავალ წელს ვნახავთ [გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას], იმიტომ რომ ევროკავშირის მიერ მონიჭებულის სტატუსისა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ ჩვენ ამ საკითხში მართლაც გადავდგათ გადამწყვეტი ნაბიჯები,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება