პრეზიდენტი - არარსებული საზღვარი არ გვყოფს - გვაერთიანებს - ეს არის ხელოვნური დაყოფა, რომელიც ვერ გაუძლებს დროს

არარსებული საზღვარი არ გვყოფს - გვაერთიანებს - ეს არის ხელოვნური დაყოფა, რომელიც ვერ გაუძლებს დროს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში, „მართლმსაჯულების სახლის“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არ შეიძლება შევეგუოთ იმას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები ადამიანის უფლებების დაცვით არ სარგებლობდნენ.

მისივე თქმით, ჩვენ ერთად ვიქნებით მაშინ, როცა ერთნაირ უფლებებს გავიზიარებთ, რომელიც ცივილიზებულ ქვეყანას ქმნის.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელოვანია აქ, სწორედ იმ არარსებულ საზღვართან ახლოს, რომელიც არ გვყოფს - გვაერთიანებს. არ შეიძლება ჩვენი დაყოფა, ეს არის ხელოვნური დაყოფა, რომელიც ვერ გაუძლებს დროს. ჩვენ ყველაზე ახლოს და ერთად ვიქნებით, როცა გავიზიარებთ ერთნაირ უფლებებს. ყველაზე უფრო ჩვენ გვტკივა დღეს, რომ ხიდის მეორე მხარის არ არის სწორედ გაზიარებული ის ელემენტარული ადამიანის უფლებები, რომელიც ქმნის ცივილიზებულ ქვეყანას და არ შეიძლება ჩვენ შევეგუოთ, რომ ჩვენი მოქალაქეების ნაწილი არ სარგებლობდნენ ამ ელემენტარული უფლებებით. ამ უფლებების დაცვა თქვენ გევალებათ. ეს არის სამართლიანი სახელმწიფო და ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვისწრაფოდეთ ამ სამართლიანი სახელმწიფოსკენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი აქ მყოფი და არა მხოლოდ აქ მყოფი, ისინი, ვინც იქიდანაც გვისმენენ, არიან მოწადინებული, რომ ჩვენ ეს შევასრულოთ მშვიდობიანად, ერთიანად. ეს არის ჩვენი ერთიანი ევროპული მომავალი,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება