რომეო მიქაუტაძე - მნიშვნელოვანია, რომ ზამთრის სეზონს თელასის ინფრასტრუქტურა ტექნიკურად გამართული შეხვდეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე სს „თელასის“ განახლებულ ქვესადგურს ეწვია და კომპანიის ხელმძღვანელებისგან მოისმინა ინფორმაცია როგორც უკვე გაწეული, ისე თბილისის უწყვეტი ენერგომომარაგებისთვის დაგეგმილი სამუშაობის შესახებ. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვესადგურ „სანაპიროში“ რეაბილიტაცია დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც აღნიშნულ ენერგეტიკულ კვანძში მომხმარებელთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ კომპანიის ხელმძღვანელებისგან ქალაქის სხვა საკვანძო სადგურებში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

აღინიშნა, რომ ქვესადგურებში ჩატარებული რეკონსტრუქცია „თელასს“ საშუალებას აძლევს, სრულად და ეფექტურად გაანაწილოს გაზრდილი სიმძლავრე, გარდა ამისა, მიმდინარეობს ასევე მუშაობა ელექტრომომარაგების წყაროების დივერსიფიკაციის მიზნით, რაც, საბოლოო ჯამში, დედაქალაქის უწყვეტ ენერგომომარაგებასუზრუნველყოფს.

„კომპანია „თელასის“ ინფრასტრუქტურით დაახლოებით, 750,000 აბონენტის ელექტროენერგიით მომარაგება ხორციელდება. როგორც ამ, ისე სხვა ქვესადგურებში კომპანიამ ჩაატარა მასშტაბური რეაბილიტაცია, რაც მომავალშიც გაგრძელდება. შედეგად, როგორც საბურთალოს, ისე ქალაქის სხვა უბნების მოსახლეობას ექნება უფრო სტაბილური ენერგომომარაგება. მნიშვნელოვანია, რომ ზამთრის სეზონისთვის როგორც არსებული ინფრასტრუქტურა იყო ტექნიკურად გამართული, ასევე კომპანია მზად იყოს, ნებისმიერი ტექნიკური ხასიათის გამოწვევისთვის. ჩვენ ვნახეთ, რომ „თელასში“ ამ მხრივაც მომზადებული არიან,“ - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ ქვესადგურ „საბურთალოს“, აღნიშნულ კვანძში სისტემატიურად მზარდი მოხმარების გამო, 2017 და 2021 წლებში ქვესადგურის დადგმული სიმძლავრე 50 მეგავატამდე გაიზარდა. შედეგად, იმ დროისთვის არსებული ორი 16-მგვტ-ის ძალოვანი ტრანსფორმატორის ნაცვლად, ორი ახალი 25-მგვტ-ის სიმძლავრის ტრანსფორმატორი დამონტაჟდა. აღნიშნული სამუშაოების ჩატარების მიზანია თბილისის საბურთალოს რაიონების ელექტრომომარაგების ეფექტიანობისა და საიმედოობის გაზრდა, ასევე სიმძლავრეების გაზრდა ქალაქის ელექტროქსელის შემდგომი განვითარებისთვის.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს