რუსთავში 9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვის, შევჩენკოს ქუჩებისა და მათი დამაკავშირებელი მოედნის რეაბილიტაციის პროექტი სრულდება

რუსთავში, 9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვისა და შევჩენკოს ქუჩების, ასევე მათი დამაკავშირებელი მოედნის სრული განახლების ფარგლებში, დღეისათვის ასფალტის ბოლო ფენის დაგება დასრულდა და საავტომობილო გზის დახაზვა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

„რუსთავში კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მსხვილი პროექტი დასრულდა, რომელიც ოთხი ქუჩის და მათი დამაკავშირებელი მოედნის განახლებას გულისხმობდა. დასრულებულია, 9 ძმა ხერხეულიძის, შევჩენკოს, გურამიშვილისა და ლერმონტოვის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურისა სრული განახლება. დარჩა მხოლოდ გამწვანების სამუშაოები. აღნიშნულ ქუჩებზე სრულად განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, შეიცვალა წყალსადენის, ელექტროგაყვანილობის და გაზსადენის ქსელები. წყალსადენზე დამონტაჟდა თანამედროვე სტანდარტების ჩამკეტი ურდულები. დაიგო გზის ახალი საფარი და რა თქმა უნდა მოსახლეობისთვის გაუმჯობესდა საფეხმავლო ბილიკები“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

„პროექტის ფარგლებში, 24 645 მ2 ფართობზე გზის საფარი დაიგო. აქედან, სავალი ნაწილი 12 611 მ2, გაზონი 4176 მ2, მთლიანად შეიცვალა 1 475 მეტრი სიგრძის სანიაღვრე ქსელი, მოეწყო 88 სანიაღვრე ჭა, მოეწყო ტროტუარები, დაწნეხილი ბეტონის ბორდიურები, დამონტაჟდა გარე განათების ქსელი, უახლოეს პერიოდში მოეწყობა მწვანე სივრცეები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის დეკორატიული ხე-მცენარეები.

9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვის და შევჩენკოს ქუჩების რეაბილიტაციის ღირებულებამ 3 მლნ 698 975 ლარი შეადგინა. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა