კახა ლაბუჩიძე პრემია „ნაკადულის“ დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო

თბილისის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორ ნინო მაჭარაშვილთან ერთად, ვაკის მედიათეკაში საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“ დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

კახა ლაბუჩიძემ ღონისძიებაზე პრემია „ნაკადულის“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საბავშვო-საგანმანათლებლო და სახელოვნებო პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული საქმეა დედაქალაქის მუნიციპალიტეტისთვის.

„ნაკადული“, როგორც ისტორიული მნიშვნელობის ჟურნალი, ათწლეულების მანძილზე საბავშვო ლიტერატურის პოპულარიზაციას უწყობდა ხელს, ამიტომ ის განსაკუთრებულად უყვართ ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანებს, საბავშვო ავტორებსა და ილუსტრატორებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ პრემიის მხარდაჭერას, მის პოპულარიზაციას და ხელს შევუწყობთ, რომ კიდევ უფრო ფართო მასშტაბის გახდეს“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

„პრემიის ფარგლებში, საკონკურსოდ მოწვეულმა ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა ოთხ ნომინაციაში: საუკეთესო პროზაული წიგნი, საუკეთესო საგანმანათლებლო-შემეცნებითი წიგნი, საუკეთესო პოეტური წიგნი და საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი.

ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ ილუსტრატორი თაკო ბაქრაძე, მწერალი დიანა ანფიმიადი, მწერალი თეა თოფურია, განათლების ექსპერტი გიორგი ჭანტურია და 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ნინო ფსუტური.

თბილისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით დაარსებული პრემია „ნაკადულის“ ორგანიზატორია თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.

აღსანიშნავია, რომ პრემია „ნაკადული“, იუნესკოს პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მიერ ორგანიზებული თბილისის საბავშვო წიგნის ფესტივალის ფარგლებში 2021 წელს დაარსდა“,- ნათქვამია საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე