კახა კალაძე რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხზე - საერთაშორისო დონეზე ჩვენი მეგობრები, საერთაშორისო პარტნიორები და პლატფორმები გამოყენებული იქნა და სამომავლოდაც იქნება, რომ ასეთ ფაქტებს  პასუხი გაეცეს

ყველა საერთაშორისო დონეზე - ჩვენი მეგობრები, საერთაშორისო პარტნიორები და საერთაშორისო პლატფორმები გამოყენებული იქნა და სამომავლოდ იქნება, რომ ასეთ ფაქტებს შესაბამისი პასუხი გაეცეს, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხი შესაძლოა, 28 დეკემბერს განიხილოს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მრავალი განცხადება უკვე გაკეთდა.

„ამასთან დაკავშირებით არა ერთი განცხადება იქნა ჩვენი მხრიდან გაკეთებული.

ყველა საერთაშორისო დონეზე - ჩვენი მეგობრები, საერთაშორისო პარტნიორები და საერთაშორისო პლატფორმები გამოყენებული იქნა და სამომავლოდ იქნება, რომ ასეთ ფაქტებს შესაბამისი პასუხი გაეცეს“, - განაცხადა კალაძე.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხი შესაძლოა, 28 დეკემბერს განიხილოს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე