კარტერ’ს-ის ფილიალებში საახალწლო აქციები დაიწყო - შეთავაზებები, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

საბავშვო ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდის კარტერ’ს-ის მაღაზიებში საახალწლო შეთავაზებები უკვე დაიწყო! კამპანიის ფარგლებში ბრენდი მომხმარებლებს დეკემბრის ბოლომდე მრავალფეროვანი და საინტერესო შეთავაზებებით გაანებივრებს.

კამპანია მოიცავს ისეთ შეთავაზებებს, როგორიცაა:

  • 2+1 აქცია - შეიძინე ნებისმიერი 2 მოდელი და მიიღე მესამე საჩუქრად
  • 2=30%, 3=40% - მიიღე 2 ნივთი 30%-იანი, 3 ნივთი კი - 40%-იანი ფასდაკლებით.

დეკემბრის ბოლომდე კარტერ’ს-ის მომხმარებლებს განსხვავებული შეთავაზებები ელოდებათ.

2023 წელს ბრენდის ქსელი 3 ფილიალით გაფართოვდა. მაღაზიები გაიხსნა ბათუმში, „გრანდ მოლი“-ს მე-3 სართულზე; თბილისში, „სითი მოლი საბურთალო“-ს G სართულზე და „სითი მოლი გლდანი“-ს მე-2 სართულზე. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მაღაზიებში კარტერ’ს-თან ერთად მომხმარებელს დახვდება Oshkosh B’gosh-ის საბავშვო პროდუქციაც, რომლის კოლექცია 14 წლის ჩათვლით სეგმენტს მოიცავს.

კარტერ’ს-ის პირველი მაღაზია 2022 წლის ნოემბერში „გალერია თბილისში“ გაიხსნა. ბრენდის პროდუქცია ასევე წარმოდგენილია როგორც ჯპს-ის, ისე ფარმადეპო-ს ქსელში, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, უმაღლესი ხარისხის საბავშვო ტანსაცმელი და აქსესუარები კიდევ უფრო სწრაფად და მარტივად შეიძინოს.

ამერიკული ბრენდი carter’s 1865 წელს უილიამ კარტერსმა დააარსა და უკვე 157 წელია მომხმარებლების განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს. ბრენდი მაღალი ხარისხის, დახვეწილი დიზაინის, კომფორტული და მრავალფეროვანი კოლექციებით არის ცნობილი.carter’sმომხმარებლებს მუდამ განახლებად კოლექციებს სთავაზობს. ბრენდს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. Carter’s-ის ხედვით, არავინ იცნობს ბავშვებს იმაზე უკეთ, ვიდრე კომპანიის ოჯახი. დაარსების დღიდან ბრენდის მთავარი მისიაა შეუქმნას კომფორტი და დაცულობის შეგრძნება ბავშვებსა და მათ მშობლებს. სწორედ, ამ სლოგანით აერთიანებს „კარტერ’ს“ თავის მომხმარებლებს -„დასაწყისიდან ერთად“, „მომავლისკენ სიყვარულით“.

ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში carter’s განსაკუთრებით იზრდება და ვითარდება. აღსანიშნავია, რომ ამერიკაში ბავშვის ტანსაცმლისა და აქსესუარების გაყიდვების მეოთხედი სწორედ მასზე მოდის.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე