„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მზის ელექტროსადგურმა 211 600 კვტ.სთ-ზე მეტი მწვანე ენერგია გამოიმუშავა

„ტოიოტა ცენტრმა თბილისმა“, 280 კვტ.სთ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურით, რომელმაც ექსპლუატაციაში შესვლიდან 7 თვის მანძილზე, 211 600 კვტ.სთ-ზე მეტი მწვანე ენერგია გამოიმუშავა, ასევე, მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათების სისტემის დამონტაჟებით, მიმდინარე წელს ელექტროენერგიის ტრადიციული გზით მოხმარებისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირება შეძლო. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, მზის ელექტროსადგურის ამოქმედებითა და სათავო ოფისის მთელ პერიმეტრზე მზის ენერგიაზე მომუშავე თვითდამუხტვადი სენსორული გარე განათების სისტემის მოწყობით, „ტოიოტა ცენტრმა თბილისმა“ გარემოში ნახშირორჟანგის გაფრქვევა 84,6 ტონით შეამცირა.

როგორც „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თინათინ მაკარიძე აღნიშნავს, ენერგოეფექტური პროექტების განხორციელებით, ცენტრი ეხმიანება „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ გლობალურ გარემოსდაცვით გამოწვევებს და მიზნად ისახავს განახლებადი ენერგიის გამოყენების გზით გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირებას, ნახშირორჟანგის გაფრქვევის მინიმიზაციას, ასევე, „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ კუთვნილ სივრცეში ეკომეგობრული გარემოს შექმნას. მისივე განმარტებით, მსგავსი მაღალეფექტური, ალტერნატიული და ენერგოდამზოგი პროექტების დანერგვა მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთმა კონკრეტულმა კომპანიამ, მწვანე ინვესტიციის განხორციელების გზით, პოზიტიური წვლილი შეიტანოს გარემოსდაცვითი მიმართულებით და რეალურად, მნიშვნელოვნად შეამციროს, როგორც გარემოზე ზიანი, ასევე, მიმდინარე ხარჯებიც.

„ორივე ენერგოეფექტური პროექტის განხორციელებით, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ სრულ თანხვედრაშია ტოიოტას ფილოსოფიასა და სოციალურ პასუხისმგებლობასთან. ტოიოტა პირველი ავტომწარმოებელია, რომელმაც მიზნად დაისახა ექვსი გლობალური გარემოსდაცვითი გამოწვევა, რომლებსაც 2050 წლამდე ეტაპობრივად ასრულებს. გამოწვევებს შორის ერთ-ერთია CO2-ის ნულოვანი ემისია არა მხოლოდ წარმოების პროცესსა და ავტომობილის სრული საექსპლუატაციო პერიოდის განმავლობაში, არამედ ყველა იმ ოფიციალურ წარმომადგენლობასა და სივრცეში, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ტოიოტას ქოლგის ქვეშ ფუნქციონირებს. „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ CO2-ის შემცირებისადმი მიმართულ აქტივობებს 2024 წლის მანძილზეც განსაკუთრებულ პრიოტეტს მიანიჭებს“, - აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.

კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ინფორმაციით, მზის ელექტროსადგური, წინასწარი გაანგარიშებით, „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ ყოველწლიურად, დაახლოებით, 300 000 კვტ.სთ მწვანე ენერგიით მოამარაგებს, რითაც ნახშირორჟანგის ემისიას, დაახლოებით, 130 ტონით შეამცირებს.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის  შეფასება და ლოპოტას ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში