პაატა მანჯგალაძე - რუსეთი ანექსიის სტრატეგიაზე გადავიდა, არა მარტო მარიონეტული ხელისუფლების დახმარებით, არამედ საქართველოს უმოქმედო ხელისუფლების ხელშეწყობითაც

პირდაპირ ჩანს, რომ რუსეთი ოკუპაციიდან ანექსიის სტრატეგიაზე გადავიდა და ამას აკეთებს არა მარტო მარიონეტული ხელისუფლების დახმარებით, არამედ საქართველოს უმოქმედო ხელისუფლების ხელშეწყობითაც, - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხს.

მისი თქმით, ბიჭვინთა საქართველოს სუვერენული ტერიტორიაა და საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობა ეროვნულ პოზიციად ვერ ჩაითვლება.

„მე არ ვამბობ, რომ რაიმე დიდი ზემოქმედება შეგვიძლია, მაგრამ საერთაშორისო თვალსაზრისით, ყველამ ვიცით, რომ ბიჭვინთა არის საქართველოს სუვერენული ტერიტორია. როცა ამის შესახებ განცხადებაც არ კეთდება, ეს ეროვნულ პოზიციად ვერ ჩაითვლება. ეს არის ყველაზე მეტად სამწუხარო და ნამდვილად იქნება საჩუქარი, რომ აფხაზეთის ლამაზი კუთხის, ლამაზი ნაწილი, პუტინის პირად საკუთრებად გადაიქცეს,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხი შესაძლოა, 28 დეკემბერს განიხილოს.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში