სენაკის საკრებულოში მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის განხილვის დროს, „ქართულ ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო

სენაკის საკრებულოში მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის განხილვის დროს „ქართულ ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები შეუსაბამოდ იყო გადანაწილებული.

„ისეთ ინიციატივებზე გვითხრეს უარი, როგორიც არის ყველაზე მწვავე პრობლემები, მათ შორის, მიუსაფარი ძაღლების პრობლემა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად არც ერთი თეთრი არ გაითვალისწინეს, არ მისცეს კომპენსაცია გასულ წელს დაზარალებულ მოსახლეობას. უარი გვითხრეს პირველი კლასელებისთვის უფასო კვებაზე. რატომღაც ჰქონიათ, რომ სენაკში ხალხი ბედნიერად ცხოვრობს, სამაგიეროდ, 5 მლნ 600 ათასზე ლარზე მეტი უჯდება სენაკის მოსახლეობას სენაკის მერიის და საკრებულოს შენახვა წელიწადში“, - განაცხადა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა კუჭავამ.

სენაკის საკრებულომ საბოლოოდ მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელსაც ფრაქცია „ქართული ოცნების“ 17 წევრმა მხარი დაუჭირა. პარტია „ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს, ხოლო პარტია „საქართველოს“ წევრებმა ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე