დავით გაბაიძე - დადგა ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი დღე - 14 დეკემბრიდან, ჩვენი ქვეყანა გადავიდა ახალ ეტაპზე, რომლის მიზანიც ევროკავშირის სრული წევრობაა

აჭარის უმაღლეს საბჭოში, საშემოდგომო სესიის ბოლო პლენარული სხდომა, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მილოცვით დაიწყო.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

„კოლეგებო, საზოგადოებავ, მედიის წარმომადგენლებო, ეს პირველი პლენარული სხდომაა საქართველოსთვის ისტორიული გადაწყვეტილებიდან, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. დადგა ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი დღე - ქართველი ხალხისა და ხელისუფლების ძალისხმევის შედეგად, დამსახურებულად მივიღეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ხელისუფლების წარმომადგენლებს, ჩვენი ქვეყნის მეგობრებსა და გულშემატკივრებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

ვულოცავ ევროპულ საზოგადოებას, რომ ევროპულ ოჯახში ადგილს იმკვიდრებს ლამის ფენიქსივით ფერფლისგან არაერთგზის აღმდგარი, გასაოცარი ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების მქონე ჩვენი სამშობლო, რომელსაც მჯერა, შეუძლია თქვას კიდევ უფრო ხმამაღალი სიტყვა მსოფლიო ცივილიზაციის წინაშე.

მადლობა ჩვენი პარტნიორი რეგიონებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც მხარში გვედგნენ, რომ ჩვენი მოკრძალებული სიტყვა გვეთქვა და საკუთარი წვლილი შეგვეტანა ამ მეტად მნიშვნელოვან საქმეში.

მეგობრებო, ეს ისტორიული დღე დადგა. მნიშვნელოვანი ეტაპი გავლილია და უფლება არ გვაქვს დრო დავკარგოთ, შევისვენოთ, მითუმეტეს, გავჩერდეთ. 14 დეკემბრიდან, ჩვენი ქვეყანა, თითოეული ჩვენგანი, გადავიდა ახალ ეტაპზე, რომლის მიზანიც ევროკავშირის სრული წევრობაა, რაც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ეს პასუხისმგებლობა იწყება ერთმანეთის აზრის მოსმენისა და პატივისცემის გასიგრძეგანებით, გრძელდება ევროპული ღირებულებების გათავისებით და მთავრდება იმ საკანონმდებლო თუ ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარებით, რასაც ევროკავშირის კანონმდებლობა მოითხოვს.

როგორც უკვე აღვნიშნე, დროის დაკარგვის უფლება არ გვაქვს, ამიტომ ჩვენი წილი გასაკეთებელი უნდა დავიწყოთ აქ და ახლავე, ამ დარბაზში, ამ სხდომაზე. დაე, ეს სხდომა იყოს ჩვენი მესიჯი, შეტყობინება ევროპული საზოგადოებისთვის, რომ მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური მოსაზრებისა თუ სხვადასხვა დღის წესრიგისა, არსებობს საერთო დღის წესრიგი - ევროკავშირის სრულყოფილი წევრობა და ამისათვის, ზემოხსენებულ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, არა მხოლოდ ვგრძნობთ, არამედ, შესაბამისად, ვიქცევით კიდეც.

მეგობრებო, როგორც ითქვა, ამ ისტორიული გადაწყვეტილებიდან ჩვენთვის პირველი პლენარული სხდომაა. გილოცავთ კიდევ ერთხელ და გთავაზობთ, ფეხზე წამოვუდგეთ და ევროკავშირის ჰიმნით მივესალმოთ ამ დარბაზიდან ევროპას, ევროპულ საზოგადოებას“, - განაცხადა დავით გაბაიძემ სხდომის გახსნისას.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე