თინა ბოკუჩავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა პოლიტიკური აქტივობის კომიტეტის შექმნის შესახებ იმ ადამიანებს ეხებათ, ვინც აქტიურ პოლიტიკაში ჩართული არ არიან

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა პოლიტიკური აქტივობის კომიტეტის შექმნის შესახებ იმ ადამიანებს ეხებათ, ვინც აქტიურ პოლიტიკაში ჩართული არ არიან.

როგორც ბოკუჩავა განმარტავს, ინიციატივა ემსახურება პროცესებში საზოგადოებრივად აქტიური ადამიანების ჩართვას მაშინ, როცა ქვეყანას 2024 წელს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის არჩევნები ელის.

"შესაბამისად, კონკრეტულ პარტიებსა და პერსონალიებზე საუბარი სწორი არ არის, რადგან აღნიშნული ინიციატივა უპირველესად ემსახურება საზოგადოებრივად აქტიური, მაგრამ არა პარტიული პოლიტიკით დაკავებული ადამიანების წინასაარჩევნოდ გააქტიურებას", - აღნიშნა ბოკუჩავამ.

გარდა ამისა, ბოკუჩავას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საკუთარი ელექტორალური შესაძლებლობები ადეკვატურად და რეალურად აღიქვას და აქედან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილებები იმ კონკრეტულ კონფიგურაციაზე, რასაც წინასაარჩევნოდ აირჩევენ.

"წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიების ნაწილი 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს, ბევრი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ხმა დაიკარგება. ეს ბუნებრივია არის სახიფათო და ხელის შეწყობა ბიძინა ივანიშვილისთვის, რათა შეინარჩუნოს ძალაუფლება.

ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველამ საკუთარ შესაძლებლობებს და პოტენციალს რეალისტურად შეხედოს და კოალიციასთან დაკავშირებით აქედან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება", - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება