გიორგი ვაშაძე - ასეთი ცივსისხლიანი როგორ უნდა იყო? - რატომ უნდა უსურვო ადამიანს პატიმრობაში ყოფნა და მდგომარეობის დამძიმება, რა მორალია, ვერ ვხვდები, საზოგადოებამ გაარჩიოს

ასეთი ცივსისხლიანი როგორ უნდა იყო ადამიანი?, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე პარტია „საქართველოსთვის“ მიერ ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ მოწოდებას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანონ.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია რატომ უნდა უსურვო ადამიანს პატიმრობა და მდგომარეობის დამძიმება.

„ახალი წელი მოდის, შობა მოდის და მე არ მგონია, რომ ვინმეს უნდა უნდოდეს ვინმესთვის ცუდის კეთება მორალური საწყისებიდან გამომდინარე. ასეთი ცივსისხლიანი როგორ უნდა იყო ადამიანი? საზოგადოებამ თვითონ შეაფასოს ეს დამოკიდებულება, მე მეტი სათქმელი არა მაქვს.

რატომ უნდა უსურვო საერთოდ ადამიანს პატიმრობაში ყოფნა და მერე კიდე მდგომარეობის დამძიმება. რა მორალია ამაში ვერ ვხვდები და საზოგადოებამ გაარჩიოს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი