თსუ-ს სტუდენტებმა საქართველოს პარლამენტში შეხვედრა გამართეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბების "ილიას", "დავითის" და "პოლიტიკური სკოლის" წევრები საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მაკა ბოჭორიშვილს შეხვდნენ.

თსუ-ს ინფორმაციით, სტუდენტებთან შეხვედრაზე კომიტეტის ხელმძღვანელმა ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე, სტატუსის მინიჭებისთვის სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, იმ პერსპექტივებსა და გამოწვევებზე, რომელიც ამჟამად დგას ქვეყნის წინაშე. სტუდენტებსა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს შორის გაიმართა საინტერესო ინტერაქციული დისკუსია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ასევე დაესწრნენ საკომიტეტო სხდომას და მოისმინეს საგარეო საქმეთა სამინისტროს წლიური ანგარიში.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა