პრაღაში, უნივერსიტეტში სროლის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 დაიჭრა

წინასწარი ინფორმაციით, პრაღაში სროლის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრაღის სამაშველო სამსახურები ავრცელებენ.

მათი ცნობით, კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტში სროლას 11 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის თავად მსროლელიც, რომლის ლიკვიდაციაც პოლიციამ მოახერხა.

ასევე, ცხრა ადამიანმა სერიოზული ჭრილობები მიიღო, ხუთმა-ექვსმა საშუალო სიმძიმის ჭრილობები, ხოლო კიდევ 10-მა მსუბუქი ჭრილობები. სამაშველო სამსახურები აღნიშნავენ, რომ მონაცემები საბოლოოო არ არის და შესაძლოა ინფორმაცია შეიცვალოს.

ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიციამ იან პალახის მოედანი და უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა