ლევან ხაბეიშვილი - 2024 წელს მთავარი გამარჯვება გველოდება რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ - ყველას კარგად გვესმის, რომ ქართველი ხალხი დაწინაურდა ამ ბრძოლაში 1:0, როცა კანდიდატის სტატუსი მივიღეთ

2024 წელს ჩვენ გველოდება მთავარი გამარჯვება რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. ყველას კარგად გვესმის, რომ ქართველი ხალხი დაწინაურდა ამ ბრძოლაში 1:0, როცა ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ფოთში რაიონულ ორგანიზაციასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გამარჯვება ბოლომდეა მისაყვანი და „ნაციონალური მოძრაობა”, „გამარჯვების პლატფორმა” ამ მიმართულებით ყველაფერს გააკეთებს.

„ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში ჩავალთ. ვხვდებით ჩვენს ადგილობრივ ლიდერებს, მინდა რომ თითოეულ მათგანს გადავუხადო მადლობა იმ ბრძოლისთვის, რასაც საქართველოს ევროპული მომავლისთვის, დემოკრატიული საქართველოსთვის ბრძოლა ჰქვია და 2024 წელს ჩვენ გველოდება მთავარი გამარჯვება რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. ყველას კარგად გვესმის, რომ ქართველი ხალხი დაწინაურდა ამ ბრძოლაში 1:0, როცა ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ამიტომ ეს გამარჯვება არის ბოლომდე მისაყვანი და „ნაციონალური მოძრაობა”, „გამარჯვების პლატფორმა” ამ მიმართულებით გააკეთებს ყველაფერს”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის განცხადებასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში