თავდაცვის მინისტრმა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურთან გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად, აღმოსავლეთ საქართველოში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების მეთაურმა თავდაცვის მინისტრს ლიცეუმის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

უწყების ცნობით, თავდაცვის სამინისტრომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობა მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო.

„ლიცეუმის ტერიტორიაზე აშენდება ახალი ფუნქციური შენობები, ხოლო იქ არსებულ ობიექტებს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. 42 ჰექტარ ტერიტორიაზე დაგეგმილია 400 კადეტზე გათვლილი საცხოვრებელი და სასწავლო კორპუსების, სასადილოსა და ლაზარეთის შენობების, აგრეთვე საკონფერენციო დარბაზისა და ადმინისტრაციული კორპუსის სრული რეკონსტრუქცია. ასევე, აშენდება სიმულაციის ცენტრი, დახურული სპორტული დარბაზი, ინფრასტრუქტურის სამსახურის შენობა და საკონტროლო გამშვები პუნქტი. ტერიტორიაზე მოეწყობა ახალი ავტოსადგომი, საწვავგასამართი სადგური, ავტოსამრეცხაო და სატრანსპორტო საშუალებების სარემონტო უბანი. კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობისთვის 40 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.

დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში წლებია წარმატებით ფუნქციონირებს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი. ახალი ლიცეუმი დასავლეთ საქართველოს ლიცეუმის ანალოგი იქნება და აღმოსავლეთ საქართველოს დაფარავს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა