პროექტ „ქალები ხელოვნურ ინტელექტში“ რეგისტრაცია დაიწყო

ტექნოლოგიებში ქალების მონაწილეობის გაძლიერებისა და ხელშეწყობისთვის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და გაეროს ქალთა ორგანიზაცია კიდევ ერთ ახალ მასშტაბურ პროექტს — „ქალები ხელოვნურ ინტელექტში“ (Women in AI) იწყებენ.

პროექტის პრეზენტაციაზე სპიკერები იყვნენ:

* თამარ საბედაშვილი - გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილე

* ნინო წილოსანი - გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე

* ანა რობაქიძე - სტარტაპ თენეოს დამფუძნებელი

* მიხეილ რუხაია - BTU-ს პროფესორი, AI საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი

Women in AI-ის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით 200 ქალი შეირჩევა და ყველა მათგანი 9 თვის განმავლობაში ხელოვნურ ინტელექტისა და ვებდეველოპმენტის მიმართულებებით გადამზადდება.

პროგრამაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ, 16+ ასაკის მსურველს მთელი საქართველოდან. დაინტერესებულმა პირებმა მონაწილეობისთვის უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა, გაიარონ ინგლისური ენის, ლოგიკური აზროვნებისა და ტექნიკური კომპეტენციის შეფასების ტესტირებები. რეგისტრაცია 2024 წლის 5 იანვრამდე გაგრძელდება, პროექტის უშუალო განხორციელება კი 2024 წლის 1 თებერვალს დაიწყება. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაარსების დღიდან სხვადასხვა აქტივობის ფარგლებში ცდილობს გაზარდოს ქალების ჩართულობა ტექნოლოგიებში. აღსანიშნავია, რომ BTU-მ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით უკვე განახორციელა მასშტაბური, წარმატებული პროექტი “500 ქალი ტექნოლოგიებში”. Women in AI გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

(R)

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის  შეფასება და ლოპოტას ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში