„თიბისის“ ბიზნეს დაჯილდოება 2023-ის ფინალისტები ცნობილია

„თიბისიმ“ ბიზნესის მხარდაჭერის პროექტში ბიზნეს დაჯილდოება 2023- ფინალისტი კომპანიები გამოავლინა.

ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფინალისტები 5 ნომინაციაში 400-ზე მეტი კომპანიიდან შეირჩა, რომლებიც წლევანდელ დაჯილდოებაში მონაწილეობდნენ.

„ბიზნეს დაჯილდოება „თიბისის“ ბიზნესის მხარდაჭერის პროექტია, რომელიც უკვე მეშვიდედ იმართება და მასში მონაწილეობა 3000-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო.

გაიცანით ბიზნეს დაჯილდოება 2023-ის ფინალისტები, რომელთა შორისაც გამარჯვებულებს ჟიური მომავალი წლის თებერვალში გამოავლენს:

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის - „სტოქტონი“; „ცვალებადი ნიშნები“; HIGHWAY VFX;

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის: „ტენე“; „ბაბალე“; „პეტიტ ბაზარი“.

საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის Signify; KLIPY; Roommate.ge

გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში: „ჰერბია“; „ალტიჰათი“; „სვანიძის ზეთისხილი“.

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის - „ციმ.ციმ“; „ენთები“; „აუკი“, - ნათქვამია „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება