ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. დღევანდელი სხდომა მმართველმა პარტიამ მილოცვით დაიწყო. კერძოდ, „ ქართულმა ოცნებამ“ კოლეგებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების განცხადებით, აღნიშნული სტატუსის მიღება ქართველი ხალხის დამსახურებაა და არა მმართველი პარტიის. ოპოზიციის ამ განცხადებამ მმართველი პარტია გააღიზიანა, რასაც დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ასევე , ოპოზიციას შენიშვნები ჰქონდა მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, რომლის განხილვაც მიმდინარეობდა. მათი თქმით, 2024 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში არ არის გათვალისწინებული სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები. როგორც ოპოზიციამ აღნიშნა, სავალალო მდგომარეობაშია ეგნატე ნინოშვილის სახელობის სახლ-მუზეუმი და იგი სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს .

საკრებულოს თავმჯდომარემ ოპოზიციას მიმართა და ჰკითხა, თუ რატომ არ იზრუნა აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყო.

ოპოზიციას შეკითხვები ჰქონდა მიმდინარე წელს მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებითაც. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების განცხადებით, არიან სტიქიით დაზარალებული ადამიანები, რომლებიც ამ დრომდე ხელისუფლებიდან დახმარებას უშედეგოდ ელოდებიან. აღნიშნული განცხადების შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 22 მილიონი ლარით არის განსაზღვრული.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე