დიმიტრი პესკოვი - რუსეთი მისთვის აქტივების ჩამორთმევის მცდელობის ინიციატორებს მოსვენებას არასდროს მისცემს

რუსეთის ფედერაციის უკანონოდ ჩამორთმეული აქტივების თემა მუდმივად დგას დღის წესრიგში ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებში, მაგრამ ეს მიუღებელი და პოტენციურად საშიშია გლობალური ფინანსური სისტემისთვის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, ეს თემა რუსეთისთვის მიუღებელია.

დასავლეთის მიერ გაყინული რუსული აქტივების კიევის დასახმარებლად გამოყენების შესაძლებლობაზე საუბრისას პესკოვმა აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯებს არ შეიძლება შედეგები არ მოჰყვეს.

„როგორც მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, თუ ვინმეს რამე ჩამოართმევენ, მაშინ ვნახავთ, რისი ჩამორთმევა შეგვიძლია საპასუხოდ. ეს ის ნაბიჯებია, რომლებსაც არ შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, მათ, ვინც ცდილობს რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენების სქემა განახორციელოს, უნდა ესმოდეთ, რომ რუსეთი მოსვენებას არასდროს მისცემს.

„ვინც ამის ინიცირებას ცდილობს და ვინც ამას განახორციელებს, უნდა გააცნობიერონ, რომ რუსეთის ფედერაცია არასოდეს მისცემს მოსვენებას მათ, ვინც ეს ჩაიდინა და მუდმივად გამოიყენებს სასამართლო უფლებას, საერთაშორისო, ეროვნული და სხვა. ამას, რა თქმა უნდა - და ეს ევროპელებსაც და ამერიკელებსაც ძალიან კარგად ესმით - ექნება იურიდიულ შედეგებს მათთვის, ვინც ეს წამოიწყო და განახორციელა”, - განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები განიხილავენ, თუ რა სამართლებრივი გზები არსებობს იმისათვის, რომ 300 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების რუსული სუვერენული აქტივები, რომელიც ამჟამად დასავლეთის ქვეყნებშია გაყინული, უკრაინას სამხედრო დახმარებაზე მიმართონ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები