სოფო ჯაფარიძის განცხადებით, 23 დეკემბერს, ექიმების ჯგუფთან ერთად გიორგი ანწუხელიძის სოფელ ალვანში ჩავა, სადაც მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაციას გაუწევენ

მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, 23 დეკემბერს, ექიმების ჯგუფთან ერთად გიორგი ანწუხელიძის სოფელ ალვანში ჩავა, სადაც მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაციას გაუწევენ.

მისი თქმით, ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში ეს რიგით მესამე ღონისძიებაა.

„ჩემთვის დიდი პატივია,რომ 23 დეკემბერს ჩვენი ჰუმანიტარული ინიციატივის ფარგლებში ექიმებთან ერთად ჩავალთ საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მშობლიურ სოფელში, მის სახლში - ალვანში, სადაც ყველა მსურველი მიიღებს უფასო კონსულტაციებს . ეს გახლავთ რიგით მესამე ღონისძიება. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ექიმებს , რომელთა რაოდენობაც ყველა ჯერზე იზრდება,” - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო