Galt & Taggart - IT ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, საქართველოს ეკონომიკაში ყველაზე დიდი წილი მომსახურების დარგებს უკავია.

მათი ინფორმაციით, ბოლო 10 წლის განმავლობაში მომსახურების სექტორის წილი მთლიან ეკონომიკაში (ანუ მშპ-ში) საშუალოდ 77%-ს შეადგენდა, ხოლო მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში შესაბამისად, 15% და 8% იყო.

„2023 წლის იანვარ-სექტემბერში, მომსახურების სექტორის წილი მშპ-ში 2022 წლის იანვარ-სექტემბერში დაფიქსირებული 75.3%-დან 78.4%-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ამავე პერიოდში დაფიქსირებული 7.1%-იანი ეკონომიკური ზრდა თითქმის მთლიანად მომსახურების სექტორმა განაპირობა. ამასთან, მიმდინარე წელს მრეწველობის სექტორი შემცირებულია, მაშინ როცა 2022 წლის 10.4%-იან ზრდაში მასზე თითქმის მეხუთედი მოდიოდა.

მიმდინარე წელს, ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდი ინფორმაციისა და კომუნიკაციის (IT) დარგია, რომელსაც მოჰყვება მშენებლობის, პროფესიული საქმიანობის, განათლების, სახელმწიფო მმართველობის და ვაჭრობის დარგები. თუმცა, ეკონომიკურ ზრდაში ყველაზე დიდი კონტრიბუცია ვაჭრობის დარგს ჰქონდა, მისი დიდი ზომიდან გამომდინარე.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლიდან ეკონომიკის სტრუქტურაში საინტერესო ცვლილება დაფიქსირდა - IT დარგმა გადაასწრო საფინანსო სექტორს და მე-8 ადგილი დაიკავა საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურაში. ეს ტენდენცია მიმდინარე წელსაც გრძელდება. დარგობრივ ჭრილში, ასევე აღსანიშნავია ტრანსპორტის და დასაწყობების დარგის მაღალი აქტივობა, რომლის კონტრიბუციაც ეკონომიკურ ზრდაში გაორმაგებულია 2021 წლიდან.

2024 და შემდგომ წლებში მომსახურების სექტორის დომინანტური კონტრიბუცია ეკონომიკურ ზრდაში გაგრძელდება, რადგანაც საქართველოს ეკონომიკის ჩართულობა რეგიონულ და გლობალურ მომსახურების დარგებში სულ უფრო მზარდია“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა