შემოსავლების სამსახურმა ბიზნესის წარმომადგენლებთან 2023 წლის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გამართა

სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა - 2023 წელს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებისა და დაგეგმილი სიახლეების გაცნობის მიზნით, დაინტერესებულ პირებთან წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ.

როგორც მან აღნიშნა, უწყების მიზანია გადასახადის გადამხდელებთან მოხდეს პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარება, რაც გულისხმობს ნდობის მაღალ ხარისხს, მჭიდრო თანამშრომლობას და საერთო პასუხისმგებლობას.

მისი თქმით, მიზნობრივ ჯგუფებთან შეხვედრები მუდმივი ხასიათის იქნება და მომავალში სამუშაო შეხვედრები ონლაინ ფორმატშიც აქტიურად გაიმართება.

,,უწყების მიერ, შემუშავდა მიზნობრივ ჯგუფებთან სისტემატიური ხასიათის შეხვედრების გამართვის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს თქვენთან მუდმივ რეჟიმში კომუნიკაციას, როგორც საკანონმდებლო თუ პროცედურულ საკითხებზე ინფორმაციის გამჭვირვალობის, ასევე თქვენი მხრიდან აქტუალური საკითხების შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიმართულებით. პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, სამუშაო შეხვედრებისთვის იგეგმება ელექტრონული პლატფორმის შექმნა, რომელიც იქნება ეფექტური კომუნიკაციის ინსტრუმენტი და რომლის მეშვეობითაც შესაძლებლობა გექნებათ არა მხოლოდ თვალი ადევნოთ შემოსავლების სამსახურის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს, არამედ მოგვაწოდოთ თქვენი წინადადებები და მოსაზრებები. მინდა აღვნიშნო, რომ ახლახან ვიზეიმეთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების დღე. შემოსავლების სამსახურმა, ამ საპასუხისმგებლო პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, როგორც საბაჟო, ასევე საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესების მიმართულებით, რაც თავის მხრივ მოიცავს კერძო სექტორთან აქტიურ თანამშრომლობას და გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტს’’, - განაცხადა ლევან კაკავამ.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ უწყების ხელმძღვანელის მოადგილეები, ირაკლი შარტავა, ვლადიმერ ხუნდაძე, პაატა კილაძე, ლევან წითელაშვილი და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი