წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ 2022-2023 წლის ანგარიში წარადგინა

წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ 2022-2023 წლის ანგარიში წარადგინა.

როგორც მან აღნიშნა, წალენჯიხა პირველი კოალიციური მუნიციპალიტეტია საქართველოში, რომელმაც სხვადასხვა პოლიტიკური ძალის თანამშრომლობის მაგალითი მისცა ქვეყანას.

მისივე თქმით, განხორციელდა რეფორმები ეფექტური თვითმმართველობისთვის და ამჟამად უკვე ყოველწლიურად 500 000 ლარამდე დამატებით ხმარდება მოსახლეობის საჭიროებებს.

„შეიქმნა სათემო საბჭოები, რითაც გაიზარდა მოსახლეობის ჩართულობა თვითმმართველობის მუშაობაში და მოიხსნა ყოველგვარი ბარიერი ხელისუფლებასა და ხალხს შორის.

წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელიც რუსეთის აგრესიის პერიოდში დაუმეგობრდა უკრაინის ქალაქ იავოროვს. წალენჯიხის მერი გიორგი ხარჩილავა რეგულარულად ეხმარება უკრაინელებს და ახორციელებს ვიზიტებს.

მუნიციპალიტეტში ორჯერ სტუმრად იმყოფებოდა აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი და მისი დახმარებით წალენჯიხაში შეიქმნა ამერიკული კუთხე.

წარმატებით გვარდება მუნიციპალიტეტის მთავარი გამოწვევები, გზა, განათება და წყალმომარაგება. მხოლოდ 1.5 წლის განმავლობაში დამატებით 3500-ზე მეტი ოჯახი იქნა წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი.

სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდა 250-ზე მეტი პროექტი.

მეგობართა კლუბის ფარგლებში „ფორმულა ჯგუფის“ მიერ განხორციელდა მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია, რითაც ქალაქ ჯვარში მოეწყო თანამედროვე ტიპისა და უეფას სტანდარტების საფეხბურთო მოედანი. ასევე რეაბილიტირდა წალენჯიხის ერთ-ერთი ისტორიული შენობა ჭადრაკის სახლი. გამოიცა ტერენტი გრანელის წიგნი“,- აღნიშნა ანგარიშის წარდგენისას.

გარდა აღნიშნულისა, განმარტა, რომ პირველად საქართველოში მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურაში იქმნება აბილიტაცია/რეაბილიტაციის ცენტრი, რომელიც მოემსახურება აუტიზმისა და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს.

„შემუშავდა და წარმატებით დაინერგა პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც უკვე მეორე წელია ხორციელდება და მასში წლიურად დაახლოებით 300-მდე პირველკლასელი იღებს მონაწილეობას.

მეგობართა კლუბის ფარგლებში განხორციელებული პროექტები - IT სკოლა, იუვენტუსის აკადემია და თეატრისა და ხელოვნების ცენტრის მშენებლობა მამუკა ხაზარაძის მხარდაჭერით განხორციელდა“,- აღნიშნა ხარჩილავამ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე