საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პრაღაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, პრაღაში მომხდარი ტრაგედიის გამო, მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს, ჩეხ კოლეგებს, სტუდენტებსა და ჩეხ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

„საერთაშორისო საზოგადოება შეძრულია ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქში, პრაღის უნივერსიტეტში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელმაც 15 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დიდი განსაცდელის წინაშე დააყენა მათი ოჯახები და მძიმე სტრესი მიაყენა ჩეხეთის რესპუბლიკის მოსახლეობას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს, ჩეხ კოლეგებს, ჩეხეთის უნივერსიტეტის სტუდენტებს, ჩეხ ხალხს. ტრაგედიის შედეგად დაშავებულ ყველა ადამიანს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის სამძიმარში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს