ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა საზოგადოებას 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა საზოგადოებას 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქალაქის მერმა შეაჯამა ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2023 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობა და ისაუბრა იმ პროექტებსა და პროგრამებზე, რომლებიც წარმატებულად განხორციელდა.

„ქუთაისის მუნიციპალიტეტისთვის 2023 წელი გამორჩეული იყო მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებით, საერთაშორისო ფორუმებში აქტიური მონაწილეობით, წარმატებით დაძლეული გამოწვევებით და ყოველდღიური, სასიამოვნო სიახლეებით.

2023 წელს ქუთაისი გახდა იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრი, ლიტერატურის მიმართულებით. ქუთაისის, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქის დიდმა კულტურულმა ტრადიციებმა და ჩვენს მიერ სწორად შერჩეულმა განვითარების პრიორიტეტებმა განაპირობა ის, რომ ისეთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, როგორიცაა იუნესკო, სწორედ ქუთაისი მიიჩნია ღირსეულად შემოქმედებითი ქალაქების ქსელის ახალი წევრი გამხდარიყო.

ახალი სტატუსი, მომდევნო ოთხი წლის მანძილზე უამრავ ახალ შესაძლებლობას და შანსს მისცემს ჩვენს ქალაქს, რათა აქტიურად ჩაერთოს მსოფლიოს კულტურულ -შემოქმედებით ცხოვრებაში.

ყოველწლიურად გაზრდილი ბიუჯეტი საშუალებას გვაძლევს შესაბამისად გავზარდოთ დაფინანსება სხვადასხვა მიმართულებით. წელს ქალაქში, სხვადასხვა დაფინანსებით 100 მილიონამდე ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩავატარეთ.

განახლდა გზები, ტროტუარები, მოვაწყვეთ სკვერები და სპორტული მოედნები, ახალი სიცოცხლე შეიძინა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე რამდენიმე შენობამ. 6 მილიონ ლარზე მეტი გვქონდა განსაზღვრული სოციალური პროგრამებისთვის, რომლითაც ისარგებლა 25 000-მდე ბენეფიციარმა. წელს, ტრადიციულად ვუმასპინძლეთ რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალს და ფორუმს. მნიშვნელოვანი სიახლეებია ქალაქის სპორტულ ინფრასტრუქტურაში. კვლავ პრიორიტეტად რჩება განათლების მხარდაჭერა.

ქუთაისის მუნიციპალიტეტი უწყვეტად მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში. 2023 წლის განმავლობაში ქალაქმა საერთაშორისო ორგანიზაციებში 3 მილიონ ლარზე მეტი გრანტი მოიპოვა.

მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციას, ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს ზაზა ლომინაძეს, ქალაქის საკრებულოს - სხვადასხვა ეტაპსა და საფეხურზე ქალაქის მხარდაჭერისთვის!

2024 წელს კიდევ უფრო მეტი ახალი პროექტი და პროგრამა გვაქვს დაგეგმილი, მათ შორის ისეთებიც, რომელთა შესრულებასაც ათწლეულებია ველოდით და ამ მოლოდინის შესრულება ერთად უნდა შევძლოთ“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქუთაისის მერის საანგარიშო შეხვედრას "შენგელია არენამ" უმასპინძლა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი