ხობის მერია - ხობის ცენტრალურ პარკში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო და სადღესასწაულო კონცერტი გაიმართა

დღეს, ხობის ცენტრალურ პარკში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო და სადღესასწაულო კონცერტი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში მაყურებლის წინაშე ანსამბლი „კოლხეთი“, ქორეოგრაფიული, სამეჯლისო და სპორტული ცეკვებისა და საესტრადო სიმღერების ჯგუფები, ასევე სამუსიკო სკოლის გუნდები წარსდგნენ.

„ბავშვების მხიარულ განწყობაზე დრამერები ზრუნავდნენ, სადღესასწაულო საღამო კი დიჯეი GIO-ს კონცერტით გაგრძელდა.

ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საახალწლო ღონისძიებები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და 2 იანვარს, ხობის ცენტრალურ პარკში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებული საახალწლო ღონისძიებით დასრულდება.

სადღესასწაულო საღამო საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე